გაზის გაჟონვით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა - შვიდივე დაღუპული მუშად მუშაობდა

გაზის გაჟონვით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა - შვიდივე დაღუპული მუშად მუშაობდა

ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო. "კურიერის" ინფორმაციით, ბინაში ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული.