NDI  გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს რომ დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად რუსთავი 2 ავრცელებს

NDI გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს რომ დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად რუსთავი 2 ავრცელებს

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ "რუსთავი 2" ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 37% ფიქრობს, რომ ზოგჯერ ავრცელებს დეზინფორმაციას; 12% ფიქრობს, რომ "რუსთავი 2" არასდროს ავრცელებს დეზინფორმაციას; 26%-მა არ იცის, 1%-მა კი უარი თქვა პასუხზე, ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის  კვლევაშია ნათქვამი.

რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს", გამოკითხულთა 10% ამბობს, რომ "იმედი" ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 46% - ზოგჯერ, 17% - არასდროს, 26%-მა არ იცის, 1%-მა კი უარი თქვა პასუხზე.

კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, გამოკითხულთა 66% "იმედის" მაყურებელია.

კვლევის მიხედვით 61% უყურებს "რუსთავი 2"-ს, "TV პირველს" - 39%, საზოგადოებრივ მაუწყებელს 34%, "მაესტროს" - 22%, "ობიექტივს" - 22%, "კავკასიას" - 17%, "აჭარის ტელევიზიას" - 17%, "პალიტრა TV-ის" 17%.

კითხვაზე "რამდენად ენდობით ან არ ენდობით მიმდინარე მოვლენებისა და ახალი ამბების გაშუქებას შემდეგ სატელევიზიო არხებზე", გამოკითხულთა 5% ამბობს, რომ "სრულად ენდობა" ტელეიმედის ინფორმაციას, 21%- ენდობა, 44% - ნეიტრალური, 14% - არ ენდობა, 6% - საერთოდ არ ენდობა, 10%-მა - არ იცის.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

NDI საქართველოს ოფისი 2010 წლიდან ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროგრამას. ამ კომპონენტის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებისა და გაზიარების გზით, მოქალაქეების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა.