სტუდენტების რეაქცია ძალიან სამართლიანი იყო და ეს ჩვენი სულიერების ბარომეტრია - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულზე სამების ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას გააკეთა. უწმინდესმა მოიხსენია სოხუმის დაცემის დროს დაღუპულები. პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს მეტეხის ხიდზე 18:00 საათზე გაიმართება პარაკლისი, ხოლო შემდეგ სამებისკენ გაიმართება მსვლელობა.