ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში „ქართული ხმებისა” და ,,შვიდკაცას” ერთობლივი კონცერტი გაიმართა

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში „ქართული ხმებისა” და ,,შვიდკაცას” ერთობლივი კონცერტი გაიმართა

ამღერებული დარბაზი, მონატრებული ქართველი მომღერლები და დაუვიწყარი ემოციები

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ლეგენდარული ანსამბლების: „ქართული ხმებისა" და ოზურგეთის „შვიდკაცას" ერთობლივი კონცერტი გაიმართა. მომღერლებს დიდხნიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ეს ღონისძიება, სწორედ, მათი მეგობრობის 30 წლიან იუბილეს მიეძღვნა. ანსამბლებმა დარბაზთან ერთად ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.