„ხელისუფლების მაღალჩინოსნების საუბრის ამსახველ ჩანაწერებს ბადრი პატარკაციშვილი აკეთებდა და დარწმუნებული ვარ ამაზე ბევრად უფრო უარესი საუბრებიც შედგა".
აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ექსპერტმა და ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა გია ხუხაშვილმა ჩინოვნიკების ფარული ჩანაწერების კომენტირებისას გააკეთა.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება პატარკაციშვილსგან მოითხოვდა ჰოლდინგის შექმნას, სადაც გაერთიანებული იქნებოდა სახელწმიფოს საკუთრებაში არსებული „საქართველოს რკინიგზა" და პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებული კომპანია „მაგთისა" და ტელეკომპანია „იმედის" წილები.