არჩევნებამდე 5 დღით ადრე პოლიციამ კიდევ ერთი ოპოზიციონერი დააკავა. სამტრედიაში"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტი, 17 წლის იოანე ნინუა თანატოლებთან ერთად აქციაში მონაწილეობისთვის ემზადებოდა. არასრულწლოვანი პოლიციამ ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანა. იოანე ნინუა დეკანოზ რომანოზ ნინუას შვილია. მოძღვარი კახი კალაძის მიერ აშენებულ ტაძარში წირავს. დაკავებულის მხარდასაჭერად პოლიციის ეზოში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. დაკითხვის შემდეგ ნინუა სასამართლოში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მისი ბრალეულობა არ დამტკიცდა, ამიტომ სასამართლო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.