ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით ქევხიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. სოფლის მეურნეობის განვითარება, ჯანდაცვის უზრუნველყოფა, განათლების ხელმისაწვდომობა–ამ პრიორიტეტულ მიმართულებებზე საუბრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ სიტუაციას შეეხო და ყვარელის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ 1 ოქტომბერის შემდეგ ქართული ოცნების ასრულება დაიწყება