ანსამბლი „ერისიონი" „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ამჯერად სოლიდური შემადგენლობით გამოცხადდა
ახალგაზრდა ხელოვანებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა „ქართული ოცნების" მიმართ და განმარტეს, რომ რამდენიმე დღის წინ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და მედიაში არასწორად გაშუქდა.
ანსამბლ „ერისიონის" წევრის, დავით ჩხაიძის განცხადებით, ხელოვნება მაშინ არის დაფასებული, როდესაც ის ხალხის სამსახურშია: „ჩვენ ტაშს არავინ დაგვიკრავს, თუ ხალხის გვერდით არ დავდგებით, ამიტომ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებთ, „ერისიონი" დგას იქ, სადაც დღეს ქართველი ერია".