ვაშლიჯვრის ცხოველთა თავშესაფარში ძაღლები მოწამლეს – 2 გარდაიცვალა, 8 ძაღლის მდგომარეობა მძიმეა

ვაშლიჯვრის ცხოველთა თავშესაფარში ძაღლები მოწამლეს – 2 გარდაიცვალა, 8 ძაღლის მდგომარეობა მძიმეა

ვაშლიჯვრის ცხოველთა თავშესაფარში ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე ინტოქსიჯკაციით ორი ძაღლი დაიღუპა, 8 მათგანს კი მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დრომდე მკურნალობენ, აქედან ერთ ერთის მდომარეობა კრიტიკულია. თავშესაფრის ვეტერინარებს ეჭვი აქვთ რომ ძაღლები მიზანმიმართულად მოწამლეს. თავშესაფრის თანამშრომლებმა თავშესაფრის ტერიტორიაზე მოწამლული ძეხვის ნაჭრები იპოვნეს, მათი თქმით მსგავსი პროდუქტით შინაურ ცხოველებს თავშესაფარში არ კვებავენ. ძაღლების მოწამვლის შემთხვევას თავშესაფრის მეპატრონე მათთან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს უკავშირებს, მოსახლეობას შინაური ცხოველების ხმაურის გამო პრეტენზია არაერთხელ გამოუთქვამს.

ძაღლების სავარაუდო მოწამვლის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო 259 მუხლით იძიებს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.