რა გახდა მოტივი დედის მიერ შვილის დაჭრისა მარნეულში? „ინტიმური ფოტოები გამოუქვეყნა“

რა გახდა მოტივი დედის მიერ შვილის დაჭრისა მარნეულში? „ინტიმური ფოტოები გამოუქვეყნა“

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში დედამ შვილი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 30 წლამდე გოგონას საკუთარმა დედამ ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.

„ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით, გოგონა ინტიმური შინაარსის ფოტოებს მეგობარ მამაკაცს სოციალური ქსელით უგზავნიდა, რომელმაც მოგვიანებით ეს ფოტოები გაავრცელა. შედეგად გოგოს ოჯახში მისი ნათესავები შეიკრიბნენ, რა დროსაც დედა-შვილს შორის კამათი მოხდა.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრეს­სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.