განხეთქილება საპატრიარქოში: შემოქმედის მიტროპოლიტი უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღებას ულოცავს

განხეთქილება საპატრიარქოში: შემოქმედის მიტროპოლიტი უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღებას ულოცავს

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღებას ულოცავს. ამის შესახებ განცხადება მიტროპოლიტმა "ფეისბუქში" გაავრცელა.

"ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყვეს,რამეთუ იგი საუკუნებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერბს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს", - წერია შემოქმედელი მიტროპოლიტის განცხადებაში.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. მანვე მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. საქართველოს საპატრიარქო ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.