ლევან ლორთქიფანიძემ გადაცემა “სპექტრი”-ს წამყვან დავით აქუბარდიას განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მან ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, აქუბარდიამ გარკვეული დროით ის აღარ მიიწვია ტელეეთერში, რაც მისთვის გულსატკენი იყო, რადგან არ ელოდა, თუ ის სხვა ჟურნალისტებს დაემსგავსებოდა, რომლებიც საპირისპირო პოზიციის გამო რესპონდენტებს ეთერში არ იწვევენ.