ოკუპირებული აფხაზეთიდან გრიპის ვირუსით ორი ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან გრიპის ვირუსით ორი ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 51 ადამიანი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციურ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, 51-დან 19 ბავშვია, 19-დან ორი კი - ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ შეიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, დადასტურებულად საქართველოში H1N1 ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.