„თუ განცხადების სტილისტიკას გადავხედავთ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს განცხადება დაწერილია კობახიძის მიერ და ბიძინა ივანიშვილმა ხელი მოაწერა. ამ ტექსტის ნაწყვეტები სხვადასხვა დღეს კობახიძეს ყველა წინადადება აქვს ნათქვამი“-ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, მას მოსწონს ის იუსტიციის საბჭო რომელიც ყავს და თურმე ამაყობს კიდევაც ამით. რაც შეეხება ბესელიასთან დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. ბესელიას თავისი ცოდვებიც ეყოფა. დანარჩენს პოლიტიკური პროცესი გვაჩვენებს. მე ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილმა თითქოს დაიტოვა გარკვეული მანევრის საშუალება, როცა საუბრობს რაღაც პროცედურების შეცვლაზე და ამით დროის მოგებას ცდილობს, თუმცა ვფიქრობ რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება და სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. სამწუხარო კიდევ ის არის რომ თავის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად ასახელებს არა სახელმწიფოებრივ პრობლემებს არამედ პარტიის დალაგებას. თუ მისი ამოცანა არის ის რომ პარტიის შიგნით ურთიერთობები დაალაგოს და მეტი ამოცანები აღარ აქვს მაშინ ეს უნდა ვიცოდეთ.“-განუცხადა „პრაიმტაიმსს“ გია ხუხაშვილმა
კითხვაზე ვარაუდობს თუ არა რომ ეკა ბესელია თავად დატოვებს გუნდს ან მას პარტიის რიგებიდან გარიცხავენ, გია ხუხაშვილი ამბობს:
„ეკა ბესელიას ბედი ნაკლებად საინტერესოა. ის არ არის იმ წონის ფიგურა რომ მასზე კომენტარი გავკეთო. ეკა ბესელია და მისი ბედი არ არის ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა “