უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი ლანძღავს ფრაქციის წევრს, ის უნდა დაიცვას ფრაქციის თავმჯდომარემ. გოგიჩაიშვილი სერგო მეთოფიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ასეთი განცხადებები წახალისებულია:
"ფრაქციის თავმჯდომარემ უნდა დაიცვას თავისი ფრაქციის წევრები, როდესაც მათ უტევენ, შესაბამისად მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ დაიცავით თქვენი ფრაქციის წევრები. მე არ ვარ ფრაქციის წევრი, შესაბამისად არ მჭირდება მათი დაცვა. როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი შენი ფრაქციის წევრს ლანძღავს, კეთილი უნდა ინებო, გამოხვიდე და დაიცვა. ლევან კობერიძე უნდა დაიცვას მამუკა მდინარაძემ, უნდა დაიცვას ირაკლი კობახიძემ. რადგან არ ხდება დაცვა, მგონია რომ არის წახალისებული და კი ბატონო" განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა