საჩხერის საჯარო სკოლების პედაგოგები ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ასობით პედაგოგი დღეს კულტურის სახლის წინ შეიკრიბა და „ქართული ოცნების" მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატა. პედაგოგების აქციას საჩხერის რესურსცენტრის ხელმძღვანელიც შეუერთდა.
მოგვაინებით აქციიაზე „ქართული ოცნების" საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა კობახიძეც მივიდა და აქცისი მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
პედაგოგებმა საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორისტარობის კანდიდატს ზურაბ ცერცვაძესაც მიმართეს და კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდეს. პედაგოგთა აქციას შეუერთდნენ და ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატეს საჩხერის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საცურაო აუზის თანამშრომლებმაც.