შეიცვალოს არჩევნების თარიღი და დაინიშნოს 30 სექტემბერს-ამ მოთხოვნით ქართველი ემიგრანტები ამჯერად საბერძნეთში გამოვიდნენ. საპროტესტო აქცია ათენში ჩატარდა. არჩევნების დროს საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვეს. ემიგრანტებმა სიების დაზუსტების თხოვნით ცესკოსაც მიმართეს. შეკრებაზე მისულები ბოლო ერთ კვირაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურნენ. აქციის მონაწილეებმა პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს და წამების ამსახველი კადრების გასაპროტესტებლად პრეზიდენტს ფოსტით ცოცხები გამოუგზავნეს. აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. შეკრებიდან მალევე მიტინგის ერთ-ერთ ორგანიზატორს ტელეფონით დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ.