პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ტვ პირველს“ დაპირდა, რომ ქორწილს ექსკლუზიურად მათ გადააღებინებს. ამის შესახებ "ტვ პირველის" ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
"საახალწლო გადაცემისთვის პრემიერ-მინისტრი ჩავწერეთ და პირობა დავადებინე - თუ ქორწილი ექნება 2019-ში, ექსკლუზიურად მხოლოდ "ტვ პირველს" გადააღებინებს“, - წერს ინგა გრიგოლია.
პრემიერ მინისტრის პირადი ცხოვრების შესახებ ყვითელი პრესისთვის ცნობილი არაფერი არ არის. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაპრემიერებამდე მასზე წერდნენ - ბახტაძე მალე ბიძინა ივანიშვილის სიძე გახდებაო. ამბობდნენ, რომ ბახტაძეს და გვანცა ივანიშვილს ერთმანეთი უყვარდათ. თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია თავად ბახტაძემ უარყო და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ქალიშვილს არც იცნობს. თუ ვინ არის მამუკა ბახტაძის რჩეული, ვისზეც სავარაუდოდ, მომავალ წელს დაქორწინდება, ჯერჯერობით უცნობია.