რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი არ მიულოცა. სალომე ზურაბიშვილი და პეტრო პოროშენკო კრემლის მიერ გამოქვეყნებულ უცხოეთის ქვეყნების პირველი პირების იმ სიაში არ აღმოჩნდნენ, ვისაც რუსეთის ლიდერი დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
ამის შესახებ რუსული გამომცემლობა "რია ნოვოსტი“ წერს. ამავე გამომცემლობის ინფორმაციით, პუტინმა სულ 40 ქვეყნის ლიდერს მიულოცა დამდეგი ახალი წელი, რომელთა შორის როგორც ევროპის ლიდერები, ასევე აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის პირველი პირები არიან.