კესარია დამემუქრა დისკრიმინაცისთვის გიჩივლებო – კაცი რომელმაც კესარიას ჩოხა არ ჩააცვა შესაძლოა სასამართლოს წინაშე წარსდგეს

კესარია დამემუქრა დისკრიმინაცისთვის გიჩივლებო – კაცი რომელმაც კესარიას ჩოხა არ ჩააცვა შესაძლოა სასამართლოს წინაშე წარსდგეს

კაცი, რომელმაც კესარია აბრამიძეს  ტრასგენდეთა მსოფლიო კონკურსზე ეროვნული სამოსით შემოსვაზე უარი უთხრა “chokha.ge – ჩოხა.ჯი” მგფლობელი ნუგზარ კვანტალიანია.

სამკერვალო საწარმო „ჩოხა ჯი“-მ მის მიერ შექმნილი ქართული ტრადიციული სამოსის ჩაცმის უფლება რელიგიური მოსაზრების გამო არ მისცა. ამის გამო შეიძლება „ჩოხა ჯი“-ს სასამართლოში მოუწიოს წარდგენა.

“კესარიამ დამირეკა და მეჩხუბა, სასამართლოში გიჩივლებო დამემუქრა, დისკრიმინაციისთვის და ჩემი უფლებების შეზღუდვისთვისო. მე ვარ კერძო მეწარმე, ეს არ არის სახელმწიფო ორგანიზაცია და მაქვს უფლება, ვისაც მინდა მივცემ ჩემ ტანისამოსს, ვისაც მინდა არ მივცემ. ისევე როგორც ნებისმიერი ტაქსის მძღოლი რომ გააჩეროთ, მას აქვს უფლება, თუ არ მოეწონეთ თქვენ, ან ნასვამი ხარ, უარი გითხრას და არ წაგიყვანოს, რომ უჩივლოთ ვერაფერს გახდებით. ეს ჩემი პირადი უფლებაა, ვერავინ დამაძალებს, ვის ჩავაცვა და ვის არა!”-აცხადებს ნუგზარ კვანტალიანი.

შეგახსენებთ, კესარია აბრამიძემ საერთაშორისო კონკურსში “მის ტრანს ვარსკვლავი 2018”-ში მიიღო მონაწილეობა, კონკურსიდან დაბრუნებულმა ტრანსგენდერმა ქალმა განაცხადა რომ რამდენიმე მაღაზიამ მათ შორის “ჩოხა.ჯიმ” სექსუალური იდენტობის გამო უარი უთხრა ნაციონალური სამოსის ჩაცმაზე.