მამა პეტრე: მალე წამოვიწყებ საზოგადოებრივ მოძრაობას ცრუქრისტიანების გამოსავლენად

მამა პეტრე: მალე წამოვიწყებ საზოგადოებრივ მოძრაობას ცრუქრისტიანების გამოსავლენად

"ძალიან მალე წამოვიწყებ საზოგადოებრივ მოძრაობას ძალადობის, აგრესიის, ცრუქრისტიანების გამოსავლენად...

თუ არ გამოვფხიზლდით, ყველა ჩვენგანი ჩადგება მათ მიერ რეპრესირებულთა სიაში... დაიცავით საკუთარი შვილები დამახინჯებული წარმონაქმნებისაგან...

ქრისტიანობა არ არის უხეშობის, დაკომპლექსებულების, აგრესორების რელიგია... ის სულის თავისუფლებას, სიმშვიდეს და სიყვარულს ქადაგებს...

დღეს გაჩუმება, ხვალ დანაშაულის ჩადენას უწყობს ხელს...

ჰოდა, ნუ ვიქნებით დამნაშავეები...

მეტი ვისაუბროთ იმაზე, რაც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისთვის მიუღებელია!..

ნუ ვიქნებით შიშის, მრისხანების, სისასტიკის მონა...", - წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი.