პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლასთან დაკაშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ ეკა ბესელია სავარაუდოდ პატრიარქს შეხვდა. პატრიარქთან გადაღებულ ფოტოს ბესელია ფეისბუკზე აქვეყნებს:
“მე მიყვარს ჩემი პატრიარქი. უფალმა გვიმყოფოს ჯამრთელად და მუდამ სულიერ საყრდენად ჩვენი სულიერი მამა. გუშინ საოცარი ძალა , სიყვარული და სიმშვიდე მომცა. ამ რთული დღეების შემდეგ მხოლოდ ამის დაწერა შევძელი.”- წერს ბესელია.
ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი 27 დეკემბერს დატოვა დატოვა და ამის მიზეზად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაასახელა.