პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სასამართლო კორპუსის მუშაობაზე და იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2012 წელს სასამართლოც ცვლილებები იყო ფუნდამენტური და ამის სტატისტიკური მაგალითები მოიყვანა.
„წინასწარი პატიმრობის მაჩვენებელი სამჯერ არის შემცირებული. ეს მაჩვენბელი 18 ათასის ნაცვლად 6 ათასია. პატრულის და ტექნოპარკის წინააღმდეგ საჩივრები სულ 3 იყო დაკმაყოფილი და დღეს 600-ს არის აცდენილი“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
„პროგრესს ჰქონდა საფუძველი. მიდგომა შეიცვალა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, მოსამართლეები გათავისუფლდენენ მახინჯი სისტემისგან. 2013 წელს შეიქმნა ვითარება როდესაც დისკრედიტირებული იყო მთელი სისტემა იმ რეჟიმიდან გამომდინარე. დღევანდელ ხელისუფლებას ეს სისტემა დახვდა ეს იყო მოცემულობა. დარჩა იგივე სასამართლო კორპუსი თუმცა ამ პირობებში არის უზრუნველყოფილი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„მურუსიძის გამწესება იყო სასამართლოს პრეროგატივა. არის ფუნტამეტური პროგრესი და კონკრეუტლი ძალები რომელბიც ცდილობენ სპეკულირებით გადაფარონ. მოხდა მისი დემონიზაცია პოლიტიკური ოპონენტების მიერ, როგორც კი მათ დაინახეს რომ მურუსიძე გახდა დამოუკიდებელი, მაშინვე დაიწყო მისი შევიწროება პოლიტიკური შინაარსით, მე არ ვარ მელიასავით უცოდველი რომ მას ქვა ვესროლო. გირგვლიანის მკვლელების ტელევიზია აქეთ ეწინააღმდეგება მურუსიძეს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
27 დეკემბერს, იუსტიციის საბჭომ ლევან მურუსიძე მოსამართლედ უვადოდ გაამწესა. ეს გადაწყვეტილება საბჭომ ცოტა ხის წინ მიიღო. მას მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა. ლევან მურუსიძის გარდა უვადოდ კიდევ 5 მოსამართლე გაამწესეს.