"თქვენი სუსი არ ვნახოთ! წყნარად დაჯექით კუთხეში!" – ქიბარ ხალვაში მოსამართლეებს

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოსამართლეების მისამართით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

"ჩვენს საქმეებში ჩართული იყო ბევრი რიგითი მოსამართლე, რომლებმაც ბევრ უსამართლობას მოაწერეს ხელი, ასევე ბევრი სხვა სახელმწიფო მოხელე, რომლებიც მუშაობდნენ სხვადასხვა მაკონტროლებელ სახელმწიფო ორგანოში. მე იმ უმსგავსო ადამიანების სახელები არ ვიცი და არ მაინტერესებს. მე მახსოვს სააკაშვილი. კუბლაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები და მათი იდეური მამები, ბოკერია, უგულავები! რაკი დანარჩენები არ მახსოვს, ავტომატურ რეჟიმში ნაპატიებია, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა არ იმსახურებს პატიებას!

ამიტომ მათ ვურჩევდი ნუ იქნებიან იმაზე მეტად ამბიციურები, ვიდრე იმსახურებენ და წყნარად იყვნენ, რომ ოჯახები ულუკმაპუროდ არ დარჩნენ. და არა ისე, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა უზომოდ ამბიციური მოსამართლე, რომ თურმე ადრე არავის დავალებას არ ასრულებდა და რომ ჩვენ დამსახურებულად დაგვსაჯეს მიშას ხანაში! თქვენი სუსი არ ვნახოთ! წყნარად დაჯექით კუთხეში!" – წერს ხალვაში.