განათლების კომიტეტის სხდომა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
„გაჩერდით, თქვენ ხომ ლაპარაკობდით?! ეგება თავში ჩარტყმა სჯობდეს, ვიდრე თქვენ ასე ლაპარაკობდეთ?! რაც ახლა რეპლიკები მესმოდა, წარმოუდგენელია, ასე ვერაფერს განვიხილავთ. ეთიკაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ საერთოდ რა კავშირი აქვთ ეთიკასთან? მინისტრი არ მოვიდა, კითხვა მეც მაქვს - შეპირებული იყო და არ მოვიდა თუ რატომ არ მოვიდა? ზრდილობას მიხედეთ და უზრდელობას ნუ სჩადიხართ. ნუ ყეფთ. ერთადერთი ქალი ბრძანდება ტრიბუნასთან და როგორც სვავები, ისე დაესიეთ. ქალის პატივისცემას მე ნუ მასწავლით“, - მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თინა ბოკუჩავას და მთელ ოპოზიციას.