"არ ვაპირებ ვისაუბრო იმაზე, რაც გუნდში ხდება. მაგრამ, თუ მომიწევს რაღაცეებზე პასუხის გაცემა, ეს პასუხი არ იქნება ტკბილი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
დეპუტატი ირწმუნება, რომ დაპირისპირება არავისთან აქვს.
„ეს არ არის ახლა მთავარი თემა, თანამდებობა რომ მდომებოდა, ვიყავი თანამდებობაზე და არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. არავისთან არ მაქვს დაპირისპირება, მე მაქვს განსხვავებული პოზიციები, არის საკითხები, რაზეც არასოდეს ვისაუბრებ საჯაროდ და თქვენ არ მოგისმენიათ ჩემი საჯარო კრიტიკა გუნდთან დაკავშირებით. ეს იყო პირველი ჩემი საჯარო განცხადება, რადგანაც უნდა ამეხსნა გადაწყვეტილების მიზეზი, რეალურად რა იყო. არც მომავალში ვაპირებ, ვისაუბრო იმაზე, რაც გუნდში ხდება. მაგრამ, თუ მომიწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა და თუ ამის აუცილებლობის წინაშე დავდგები, ეს პასუხი არ იქნება ტკბილი“, – აღნიშნა ეკა ბესელია.
ბესელია იურიდიულ კომიტეტის დატოვების შესახებ განცხადებით კი ბიუროს ორშაბათს მიმართავს.