"მაქვს დიდი ავტორიტეტი, ვსარგებლობ მოსამართლეთა სიყვარულით"

მიმაჩნია და ვიბრძვი, რათა სასამართლო ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში რეალურად იგრძნოს დამოუკიდებლობა და ამის საკანონმდებლო ბაზა ნამდვილად არსებობს, - ამის შესახებ ლევან მურუსიძემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში ჩემი როლი არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მაქვს დიდი ავტორიტეტი, ვსარგებლობ მოსამართლეთა სიყვარულითა და მხარდაჭერით. აქ არ არის საუბარი კლანზე. თუ მოჰკითხავთ ნებისმიერ მოსამართლეს, ჰკითხავთ, ვინ არის ლევან მურუსიძე, სასამართლო სისტემის შიგნით ლევან მურუსიძეს აქვს სხვა სახელი და გარეთ სხვა.

აი, აქედან გამომდინარე, მიმაჩნია და ვიბრძვი, რათა სასამართლო ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში რეალურად იგრძნოს დამოუკიდებლობა და ამის საკანონმდებლო ბაზა ნამდვილად არსებობს. ეს არის შანსი, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიყენოს", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.