უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერა - სინოდმა გადაწყვეტილება არ მიიღო

უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერა - სინოდმა გადაწყვეტილება არ მიიღო

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიცია არც ამჯერად დააფიქსირა.

დღევანდელ სხდომაზე საკითხზე იმსჯელეს, თუმცა როგორც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა განაცხადეს, გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავეს.

"მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და შემდეგ საქართველოს ეკლესია მოახდენს რეაგირებას. ახლა ჩვენ თავი შევიკავეთ", - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

კითხვაზე, უჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფემ განაცხადა: "საქართველოს ეკლესია უჭერს მხარს".

ჯერჯერობით ასევე უცნობია, თუ როდის გამოქვეყნდება დღევანდელი სინოდის კრების ოქმი.