ვამბობ პირდაპირ და ვამბობ სიმართლეს, - ბიძინა ივანიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს თავისუფალი ნება, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ სპეციალურ ბრიფინგზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხსა და მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ივანიშვილის პოზიციაა, რომ პროცესი წარიმართოს კანონის სრული დაცვით.
„ნებისმიერი სპეკულაცია რომ გამოირიცხოს და არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები პარტიის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ვამბობ პირდაპირ და ვამბობ სიმართლეს - ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, პროცედურის და კანონის დაცვით და გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს თავისუფალი ნება. ეს იყო მისი პოზიცია. მე არ ვიქნები მართალი, რომ ეს თქვენ არ გითხრათ. სხვა კითხვები: ვინ, რატომ, ვინ მოიაზრება - ამაზე სხვა დროს, სხვა ფორმატში, მოგვიანებით ვისაუბროთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.