“ ხალხი კარგი ცხოვრების გამო კი არ ეწევა სიგარეტს, არამედ სანერვიულო აქვს ძალიან ბევრი”

“ ხალხი კარგი ცხოვრების გამო კი არ ეწევა სიგარეტს, არამედ სანერვიულო აქვს ძალიან ბევრი”

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, თამბაქოს ფასმა იმის გამო უნდა მოიმატოს, რომ ადამიანმა სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს.

დავით ჭიჭინაძის თქმით, იმისთვის, რომ ხალხმა სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს, არა ფასების ზრდა, არამედ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა საჭირო.

„ნებისმიერ პროდუქტზე ფასის ზრდამ მისი მოხმარება არ შეამცირა. სიგარეტთან მიმართებაში ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხალხი კარგი ცხოვრების გამო კი არ ეწევა ამ სიგარეტს, არამედ სანერვიულო აქვს ძალიან ბევრი. აქედან გამომდინარე, თუ სანერვიულოს მოაკლებთ, პენსიას გაუზრდით და ცხოვრების კარგ პირობებს მისცემთ, ამის შემდეგ შეიძლება ადამიანმა დაანებოს სიგარეტის მოწევას თავი. ადამიანმა ჯანმრთელი ცხოვრებით რომ იცხოვროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც საკმაოდ ძვრია და ვერავინ ვერ მიდის. ამაში თუ ევროკავშირს მიყვებით, მინდა გითხრათ, რომ მაგალითად, ავსტრიაში 90 ევრო ღირს მთელი წლის აბონემენტი, სახელმწიფო აფინანსებს. ჩვენთან რა ღირს მაინტერესებს. აქედან გამომდინარე, იმ ნაწილში რომ ევროკავშირს ბაძავთ, ჯერ ხელფასები დანიშნეთ ევროკავშირისნაირი. თუ ადამიანებზე ზრუნვა გინდათ, ცხოვრება გაუიაფეთ, შემოსავლები გაუზარდეთ და იქნება ხალხი ბედნიერი," - განაცხადა ჭიჭინაძემ.