არ არის გამორიცხული, უვადო მოსამართლედ ლევან მურუსიძე დაინიშნოს, რადგან დღეს გასაუბრებაზეა დაბარებული. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს წარმატებით გაივლის, ის უვადო მოსამართლე გახდება. სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე 2016 წლის იანვრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა. მას 3-წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება.
დღესვე გასაუბრებაზე ელოდებიან ნუნუ ნემსიწვერიძეს, პაატა ნოზაძეს, ვალერიან ფილიშვილს, პაატა ფხალაძეს და ნანა ჯოხაძეს. ისინიც თანამდებობაზე სამი წლის ვადით იყვნენ გამწესებული.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება 16:00 საათზეა დანიშნული.