ბოლო ინფორმაციით მესტიაში მოსახლეობამ გზა მეუფე ილარიონის მოწოდების შემდეგ გახსნა. ადგილობრივები დაკავებული კახა ჟორჟოლიანის ზუგდიდში გადაყვანას აპროტესტებდნენ. კახა ჟორჟლიანი მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიაში კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელია და ამავე დროს კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩვნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.