"ქოცმომღერალთა ელიტას ძაან გაუტყდება, მაგრამ წელსაც დამიძახეს საახალწლო კონცერტებზე”

მომღერალი მაია დარსმელიძე შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:

"ქოცმომღერალთა ელიტას, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ არც ერთ კონცერტზე არ დამიძახებენ, ძაან მაგრა გაუტყდება, მარა წელსაც მირეკავენ და მირეკავენ არაერთი საახალწლო შემოთავაზებით. თან სადმე “ზაბიგალოვკაში” კი არა – აი, იმათ რომ არასოდეს დაუძახებენ, სწორედ ისეთ კონცერტებზე მეძახიან.

მე რას ვფიქრობ ამ ყველაფერზე? ეხლა კიდევ უფრო გაგიტყდებათ და... მე ჯერ ვფიქრობ, რას ვიზამ.

ხო გააჩნია, არა, ვისთან ერთად უნდა ვიდგე ერთ სცენაზე?" - წერს დარსმელიძე.