"აბა, ქალს თუ დაეჭიდები? - შეკითხვა, რომელიც დღეს გახარიამ ოპოზიციას დაუსვა..."

"აბა, ქალს თუ დაეჭიდები? - შეკითხვა, რომელიც დღეს გახარიამ ოპოზიციას დაუსვა, თავისთავში არის ძალიან სექსისტური და პრობლემატური", - ასე აფასებს ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია გურჯაანის სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე ქალი პოლიციელების კორდონს.

ბაია პატარაია წერს, რომ შერეული კორდონი რომ ყოფილიყო, ამ ამბავს არც კი გამოეხმაურებოდა:

"იმას არ ვიტყვი, ქალს რატო აძლევთ ასეთ დავალებას-თქო, ცხადია, ყველანაირი საქმე უნდა აკეთოს ქალმა პოლიციელმა, მათ შორის კორდონი, მაგრამ უკლებლივ ყველა ქალი რომაა ამ "ცოცხალ ფარში", ეს უკვე პერფომანსს ჰგავს. ჰოდა, არ მომწონს გახარია რომ პერფომანსს გვიწყობს ქალი პოლიციელებით - ძალიან არ მომწონს".

გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ეზოში, გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ფონზე, წინა ხაზში ქალი პოლიციელების კორდონი იყო, მათ უკან კი კაცი პოლიციელები იდგნენ.

აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ეზოში მდგარ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიართვეს.