საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი და ხელოვნების, მასმედიის და სპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი, ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. დავით ოქიტაშვილის თქმით მაშინ როდესაც ნინო ანანიაშვილის მეუღლე გრიგოლ ვაშაძე მთავრობის გადადგომას ითხოვს ანანიაშვილს არ აქვს მორალური უფლება საბალეტო დასს ხელმძღვანელობდეს.
„ნინო ანანიაშვლს, როგორც დიდ ბალერინას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როცა მისი მეუღლე რამდენიმე თვეა დაკავებულია არასახელმწიფოებრივი მოთხოვნებით ,რომ მან უნდა დაამხოს ეს ხელისუფლება, მორალურად არ შეიძლება მისი მეუღლე იკავებდეს საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობას. თუ შენმა მეუღლემ უნდა დაამხოს ეს ხელისუფლება მაშინ შენ მათგან ხელფასს რატომ იღებ? ან უნდა გადადგეს ან გამოვიდეს და თქვას რომ ის ემიჯნება მისი მეუღლის განცხადებას. ორმაგი სტანდარტები უნდა დასრულდეს"-განუცხადა "პრაიმტამსს" ოქიტაშვილი
დავით ოქიტაშვილი ოპერაში არსებულ ერთპიროვნულ მმართველობაზეც საუბრობს.
„მსოფლიო დონის მოცეკვავეებს არ უშვებენ თეატრში. ირმა ნიორაძე არც მიუწვევიათ ოპერაში. ერთპიროვნული მმართველობა და ნეპოტიზმია. ჩვენს პროფკავშირებს ოპერის თანამშრომლებმა და გუნდის წევრებმა მიმართეს. ორშაბათს შევიკრიბებით ოპერის პროფკავშირის თავმჯდომარესთან ერთად და გავივლით ყველა საკითხს. არ გამოვრიცხავთ აქციებიც დავიწყოთ. მე წინააღმდეგი კი არ ვარ ნინო ანანიაშვილის, იყოს ოპერაში მაგრამ თანამდებობიდან უნდა წავიდეს. „-ამბობს დავით ოქიტაშვილი.