სოხუმში, თავისუფლების მოედანზე საახელწლო ნაძვისხიდან სათამაშოები და განათებები მოიპარეს. ასევე წაღებულია ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან პროჟექტორები. როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან გასულ წესლაც ადგილი ჰქონდა ანალოგიურ შემთხვევებს.
სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით - ორი დღეა რაც ნაძვის ხე დავდგით და უკვე სათამაშოები მოიპარესო. შარშან ამის გამო სოხუმის ნაძვის ხეს ოფიციალურად დაცვაც დაუყენეს - დე ფაქტო მილიციამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სადღეღამისო მორიგეობა დააწესა.
წელსაც, სოხუმის მთავარი ნაძვის ხის დადგმიდან ერთი კვირის შემდეგ, სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ კვლავ დააფიქსირა ნაძვის ხიდან სათამაშოებისა და საახალწლო განათების მოპარვისა და დამტვრევის ფაქტები. სოხუმის დე ფაქტო ადამინისტრაცია იძულებლი გახდა მიემართა მოსახლეობისთვის და საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ გაუფრთხილდეთ ქალაქის საკუთრებას. უკვე დაფიქსირდა ნაძვის ხის მორთულობის მოპარვისა დჟა დაზიანების ფაქტები. ასევე მოიპარეს გასანათებელი პროჟექტორები.
„მოგიწოდებთ მშობლებს ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს და არ მისცეთ მორთულების დაზიანების საშუალება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფოტოზონებს და მოარიდეთ ბავშვები ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაყვანილ ელექტომავთულებს. გადაიღეთ ფოტოები მოსართავი ფიგურების ფონზე, მათთან უშუალო კონტაქტის გარეშე“, - ნათქვამია სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის განცხადებაში.