კალაძისთვის

კალაძისთვის "რუსთავი2“-ის ლანძღვა ტრადიციად იქცა

ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი კახა კალაძისთვის პასუხის გაცემას არ აპირებს. როგორც ჟურნალისტმა სააგენტოს განუცხადა, მერისთვის "რუსთავი2“-ის ლანძღვა ტრადიციად იქცა.

"არ ვაპირებ კალაძისთვის პასუხის გაცემას. სამწუხაროდ, თბილისის მერისთვის ტრადიციად იქცა "რუსთავი2“-ს და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტების გაკრიტიკება და ლანძღვა. მადლობა თქვენ, რომ თემით დაინტერესდით“, - განუცხადა თამარ ბაღაშვილმა "2020NEWS“-ს.

ცნობისთვის,  დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, "რუსთავი2“-ს ორი ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და დიანა ჯოჯუა მერიის მიმართ ორ საკითხში გაამტყუნა. საქმე ეხება, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გამართულ  კახა კალაძის ბრიფინგს.

"მათ საინფორმაციო გადაცემა "კურიერში“ 2018 წლის 16 ნოემბერს, ჩემი ბრიფინგიდან არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. 16 ნოემბერი წინა საარჩევნო პერიოდი იყო და ბრიფინგი ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გავმართე. მათ ჩემი ბრიფინგიდან ინფორმაცია ასე წარმოაჩინეს, თითქოს მე ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომში თანამებრძოლეების ცხედრების მიტოვებაში ვადანაშაულებდი. მსგავსი რამ არ მითქვამს. ამის დასტურად, ქარტიას ბრიფინგის სრული ვერსია წარვუდგინეთ. ქარტიის საბჭომ მსჯელობის შედეგად დაადგინა, რომ ამ ტელეკომპანის ჟურნალისტებმა ფაქტი განზრახ დამახინჯეს“, - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ  განაცხადა, რომ "რუსთავი2"-ს, სიცრუის გავრცელების გამო, "ყოველთვის მოხვდება ცხვირში".