"სარალიძის შვილი აღარ არის მოკლული თუ რაშია საქმე?" - ჟურნალისტი ნაცმოძრაობას

ნაციონალებმა რუსთაველზე კარვების დაშლა დაიწყეს. ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ამ თემას ეხმაურება:

"ბოლო პერიოდში რუსთაველზე მიმდინარე აქციები “ნაცების” ორგანიზებული იყო და ის მიზნად ისახავდა პრეზიდენტის არჩვნების დროს არეულობების მოწყობას! რომ დამიწყეთ ზოგიერთმა მაშინ “შვილმოკლულ მამაზე ამას როგორ ამბობ” და რაღაც “გულჩვილობანები”! როგორ ვამბობ და ძალიან მარტივად!

შვილმოკლული მამა, რომელიც გვერდით სხვისი შვილების მკვლელებს, მანიაკებს, სხვათა მწამებლებს დაიყენებს – ის უკვე ჩემთვის შორდება “შვილმოკლული მამის” ტრაგიკულ სტატუსს! მე არ ვიცი, მოატყუეს, ბუნებით არის ასეთი ეს კაცი თუ რაშია საქმე, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის ჩაითრიეს ძალიან ბინძურ თამაშში! როგორც კი ჩამთავრდა  პრეზიდენტის არჩევნები და დაინახეს რომ ფართხალს აზრი აღარ აქვს – დაიშალნენ! რა, სარალიძის შვილი  აღარ არის მოკლული თუ რაშია საქმე? ვთქვი კიდეც – მაგათი მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩვეულებირვი ვირთხა! ჰოდა, ზუსტად ისე მთავრდება ყველაფერი, როგორც ვვარაუდობდი, თუმცა “ოცნებავ” ემზადე 2020-სთვის!" – წერს სვანიძე.