ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში აქციამდე ვლაქენის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მოილოცა. მეუფე გერასიმემ ბიძინა ივანიშვილს დადიანების სასახლეშიც უმასპინძლა. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ღვთისმშობლის კვართთან მშვიდობის პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის შემდეგ მიტროპოლიტმა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების“ ლიდერს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.