ხშირად აბრალებენ სუს-ს თვალთვალს, მაგრამ ამის არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი არ დაუდიათ, – ეს განცხადება სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას გუშინდელი განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, მას და დავით კირკიტაძეს დაკავებამდე სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. გომელაურის განცხადებით, ის პირები, რომელზეც მელია საუბრობს, არინ პოლიციის თანამშრომლები და ეს მათმა უფროსმაც დაადასტურა.
“არანაირი საგანგებო რეჟიმი არ არის. ბატონმა მელიამ განაცხადა, რომ ისინი იყვნენ სუს-ის თანამშრომლები, თუმცა პოლიციის თანამშრომლები არიან და ეს მათმა ხელძღვანელმაც თქვა. ჩვენ ამ საკითხში ჩართულები არ ვყოფილვართ. ეს არის სრული აბსურდი. არაერთხელ მომხდარა დაბრალება, რომ სუს-ი უთვალთვალებთ, თუმცა არცერთი ამის დამადასტურებელი ფაქტი არ დაუდიათ”, – აღნიშნა სუს-ის უფროსმა.