სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აქციას რუსთაველზე შვილმოკლული მშობლები უერთდებიან

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აქციას რუსთაველზე შვილმოკლული მშობლები უერთდებიან

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აქციას რუსთაველზე შვილმოკლული მშობლები უერთდებიან.​ მათი თქმით, ისინი დღემდე იმიტომ ითხოვენ სამართალს, რომ ხელისუფლებაში მყოფ მაღალჩინოსნებს მათი შვილების მკვლელების დასჯის ნება არ აქვთ და დანაშაულს ხელს აფარებენ.

ამ ყველაფერს, მათი განცხადებით, ისიც ემატება, რომ არჩევნები ქვეყანაში უსამართლოდ ტარდება. შვილმოკლული მშობლები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას უსამართლოს უწოდებენ - ჩატარებულ არჩევნებს კი მოპარულს.