სააკაშვილი ტაქსის მძღოლებს:

სააკაშვილი ტაქსის მძღოლებს: "ხმების დასაცავად ხალხი თბილისში უფასოდ წამოიყვანეთ"

საქართველოს მესამე, ძებნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტაქსის მძღოლებს მოსახლეობის უფასოდ ტარებისკენ მოუწოდებს.  ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში აღნიშნავს და მოსახლეობას რუსთაველისკენ ეპატიჟება.

"მინდა ვთხოვო სამარშუტო ტაქსის მძღოლებს ვინც წამოვა თავის ხმების დასაცავად ის ხალხი თბილისში უფასოდ წამოიყვანეთ, შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს დასაცავად. ჩვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა, მე მაქვს ამის გამოცდილება რამდენიმე ქვეყნიდან, მე ვიცი ხალხის ძალა. ამათ საქართველო ბოლომდე გააბანძეს, მაგრამ საქართველოს რეპუტაციის გადარჩენა ახლა უკვე ხალხის ხელშია. ივანიშვილმა მოგვაყენა უზარმაზარი ზიანი. მინდა მოვუწოდე ხალხს, სრული კონსოლიდაციისკენ. ივანიშვილმა უნდა დათმოს ხელისუფლება. ახლა საჭიროა ჩვენი მობილიზება. ახლა ყველანი რუსთაველზე", - აცხადებს სააკაშვილი.