ინაუგურაციის დასრულებისთანავე ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, სადაც აღნიშნულია, რომ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. კონსტიტუციის აალი რედაქციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება კონსტიტუციის დონეზე იქნება აკრძალული.
გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება ორგანული კანონით დადგინდეს, რომელსაც პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით მიიღებს.
"მარშალპრესის" ცნობით, ახალი მუხლი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა ძალაში, ხოლო საკონსტიტუციო რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.