ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სარკოზის ვინც ფულს უხდის, ყველასთან მიდისო, - ნაგიჟარმა სააკაშვილმა თქვა. ამ დუპლეტმა ტრამპის ინაუგურაციის მოსაწვევი კი იყიდა, მაგრამ მაინც ბუჩქებში მოუწია დგომა, ტრიბუნებს ახლოსაც არ გააკარეს.
მერე გამწარებული უმესიჯებდა მოსაწვევის გამყიდველს.
სქრინები ვერა, მაგრამ ტექსტი გამომიგზავნეს და თქვენც გაგაცნობთ:
- მოვედი და იქით აღარ მიშვებენ.
- სად იქით, სად ხარ?
- რა ვიცი, სადღაც ბუჩქებში დამაყენეს.
- წინ გაიხედე, ცელოფანგადაფარებული კაცი დგას?
- კი, ვხედავ მაგ კაცს.
- ახლა შენგან მარცხნივ გაიხედე, ერთი წითელქურთუკიანი და ორი შავქურთუკიანი კაცი დგას?
- კი, ამათაც ვხედავ.
- ჰოდა, აბა, რა გინდა, ეგ არის შენი ადგილი“, - წერს მძინარიშვილი.