"ზოგადად ეს ქალი ჯანმრთელია?" - უფლებადამცველმა სახალხო დამცველს დაარტყა

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება. ლომჯარიამ დღეს თელავში ინაუგურაციის პარალელურად გამართული აქციის შეფასებისას შემდეგი განცხადება გააკეთა „ჩემი მანდატი ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა, პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა“.

„ეს ქალი ამომივიდა ყელში უკვე, თან ახლა კი არა, რაც გამოჩნდა! პოლიციელის სიცოცხლე ამისთვის ადამიანის სიცოცხლე არაა, არც ჯანმრთელობა! და ზოგადად ეს ქალი ჯანმრთელია? სიქიატრიული შემოწმება გავლილი აქვს? რადგან უკვე საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ვერ არის კარგად! ათასობით წერილზე არ რეაგირებს, რაც კი შეგვაქვს თუ ლგბტ ან ნაცებს არ ეხება, რადგან ჯანმრთელი ფსიქიკის და ორიენტაციის ხალხზე გრანტს ვერ იღებს!

ეს სახალხო დამცველი არაა და სახელი მაინც შეუცვალეთ ამ უწყებას და დაარქვით რამე ისეთი, რაც სოროსს გაუხარდება! რამდენი ხანია ვითმენ და უკვე ზღვარს გადავიდა ეს ქალი რა! მოაშორეთ ისევე როგორც თავზე დაგვასვით და მეტიც კეთილი ინებეთ და როდესაც სახალხო დამცველი ჰქვია ხალხს აარჩევინეთ! ამან ვისი უფლება უნდა დაიცვას, ყოველდღე ლახავს ჩვენს უფლებებს!" – წერს ბერიკაშვილი.