ველისციხეში აქციაზე დაპირისპირებისას დაშავებული 8 პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება

ველისციხეში აქციაზე დაპირისპირებისას დაშავებული 8 პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება

ველისციხეში ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ. ამ დროისთვის 8 პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, მათ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობები და თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, სოფელ ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დღის განმავლობაში რამდენჯერმე მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებს თელავისკენ მიმავალი გზა სამართალდამცავების მიერ გადაკეტილი დახვდათ. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილეც დაშავდა.