"საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტი ხდება ადამიანი, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში საერთოდ არაა ნამყოფი"

"რუსთავი 2-ს "გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით პრეზიდენტი ხდება ადამიანი, რომელიც აფხაზეთში და ცხინვალში არ არის ნამყოფი. მისი თქმით, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება "ტრაგიკული ისტორიული" მოვლენაა.

"დღეს ფიცს დებს და პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტი ხდება ადამიანი, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში საერთოდ არაა ნამყოფი და გავლითაც, მანქანის ფანჯრიდანაც არ დაუნახავს არც ერთი. თუ საერთოდ დავუშვებდი, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა, ასე მალე ნამდვილად არ მეგონა. აი, ასეთი ტრაგიკული ისტორიული ფაქტია, მოღალატე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის მთელ ტრაგიზმთან ერთად", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს თელავში საქართველოს მეხუთე  პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის და ფიცის დადების ცერემონიალი იმართება.