ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულება გახდა.
კონსტიტუციაში რომლის ახალი რედაქცია დღეიდან ამოქმედდა, წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი რედაქციის კონსტიტუცია შევიდა. საკონსტიტუციო რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.