„ჩვენი თანამშრომლები არიან დაშავებული და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ვარკვევთ," -აცხადებს საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე.
თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ ამ დროის ინფორმაციით, სამი პოლიციელია დაშავებული.
მისივე თქმით, ოპოზიციას გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდათ და ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ყვარლის მიმართულებით წავიდნენ.
საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სამართალდამცავებს ხელი არ შეუშლიათ აქციის მონაწილეებისთვის ფეხით გადაადგილებისთვის.