სააკაშვილის ინაუგურაციას კოლონ პაუელი, სერგეი ლავროვი და 5 ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებოდნენ

სააკაშვილის ინაუგურაციას კოლონ პაუელი, სერგეი ლავროვი და 5 ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებოდნენ

"2020News"-მა მიხეილ სააკაშვილის 2004 და 2008 წლის ინაუგურაციებს გადახედა.  როგორც ირკვევა, 2004 წლის 25 იანვრის ინაუგურაციაზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირველად გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, პირველი პირის ფიცის დადების ცერემონიაზე დასასწრებად, საქართველოში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, თუმცა, 2008 წლის ინაუგურაციას ასეთი მაღალი რანგის სტუმარი აღარ ჰყოლია. სამაგიეროდ, სააკაშვილის მეორე ვადით არჩევის სამთავრობო ზეიმს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებოდა.

2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას 5 ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო - რუმინეთის პრეზიდენტი ტრაინ ბაშესკუ, ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესისი, ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, ლატვიის პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი და პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები.

რაც შეეხება 2004 წლის 20 იანვრის ინაუგურაციას - სააკაშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი , იგორ ივანოვი. ასევე, სხვა ქვეყნეების მაღალი რანგის პოლიტიკური პირები.